კატეგორია: Uncategorized @ka

DJI-მ პირველი ექშენ კამერა- Osmo Action გამოუშვა

“You don’t need to be a hero to live a life of action.”

„არ არის საჭირო იყო გმირი, იმისთვის, რომ ატიური ცხოვრება გქონდეს.“ – ასე წარადგინა DJI-მ თავისი ახალი პროდუქტი, პირველი Action კამერა, OSMO Action, რითაც ბაზრის ლიდერ Go Pro-სა და მის ბოლო მოდელს, Hero 7 Black-ს დაუპირისპირდა. ეს გამძლე და მრავალფუნქციური კამერა იყენებს გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს, რათა მოწყობილობებზე ნერვიულობის ნაცვლად, ადამიანმა მეტი დრო დაუთმოს საინტერესო თავგადასავლებს.

OSMO Action-ს ორი ეკრანი აქვს: მკაფიო გამოსახულების მქონე წინა ეკრანი საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაუღოთ თქვენს თავს ნებისმიერ სიტუაციაში, ხოლო უკანა ეკრანი სუფთა გამოსახულებითა და სწრაფი რეაგირებით გამოირჩევა.

სპეციალურად ამ პროდუქტისთვის შეიქმნა DJI-ის სტაბილიზაციის ახალი ტექნოლოგია- RockSteady, რომელიც აერთიანებს EIS-სა და კომპლექსურ ალგორითმებს, რითაც უზრუნველყოფს საუცხოოდ სტაბილურ, ზედმეტი მოძრაობისგან თავისუფალ კადრებს, რამდენად დინამიკურიც არ უნდა იყოს მოქმედება.

სტაბილიზაციასთან ერთად, კამერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი გადაღების ხარისხია. იღებს 4K/60fps ვიდეოს RockSteady სტაბილიზაციისას და 4K/30fps HDR ვიდეოს – სტაბილიზაციის გარეშე. გადაღების HDR რეჟიმი უზრუნველყოფს ბუნებრივ გადასვლებს ნათელ და ბნელ ადგილებში და კარგად ასახავს ყველა დეტალს, რომლებიც კომპლექსური განათების პირობებში ხშირად იკარგება.

ასევე OSMO Action-ს არაერთი კრეატიული რეჟიმი აქვს, მათ შორის 8x Slow-Motion (1080p რეზოლუციასა და 240fps-ში); 2 წუთამდე ექსპოზიცია, რაც ძალიან კარგი რეჟიმია ღამის ცის გადასაღებად; თაიმლეფსი; დროში განსაზღვრული გადაღება… შესაძლებლობების გასაზრდელად კამერის დამატებითი აქსესუარებიც ხელმისაწვდომია: ჩაფხუტის სამაგარი, სელფის ჯოხი, მიკროფონის ადაპტორი… კამერის პოტენციური მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, Action-ის ოპერაციული სისტემა ძალიან სწრაფი და ინტერაქტიულია. ეფექტური ინტერფეისი და სამი ხელმისაწვდომი ღილაკი აჩქარებს მოქმედებას: ჩართვა, ჩაწერა და რეჟიმების დაყენება შესაძლებელია წამებში. პროცესს ამარტივებს ხმით კონტროლის შესაძლებლობაც: OSMO Action ცნობს 5 ხმოვან ბრძანებას, როგორებიცაა გადაღების დაწყება, სურათის გადაღება, ან კამერის გამორთვა. ეს კი ძალიან მოსახერხებელია კონკრეტულ სიტუაციებში.

ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს წყალქვეშ. დიახ, OSMO Action-ის ჩატანა წყალშიც შეგიძლიათ- კამერა წყალგამძლეა და ძლებს 11 მეტრამდე სიღრმეში. მოწყობილობა უძლებს ყინვასაც, ელემენტი კარგად მუშაობს 10 გრადუსი ყინვის შემთხვევაშიც. Action-ის ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა მერყეობს 91 წუთიდან 1 საათსა და 56 წუთამდე, შესაბამისად,  RockSteady რეჟიმითა და მის გარეშე. მარტივია გადაღებული მასალების ტელეფონში გადატანა- ოსმო wi-fi-ით დაუკავშირდება თქვენს სმარტფონს და აპლიკაციით DJI Mimo არამარტო სოციალურ მედიაში წამიერად გაზიარების, არამედ იქვე, საკმაოდ მძლავრი ხელსაწყოებითა თუ წინასწარ შექმნილი შაბლონებით დამუშავების საშუალებას მოგცემთ.

დაბოლოს, არ უნდა გამოგვრჩეს და ერთ-ერთ უპირატესობად უნდა დავასახელოთ ოსმო ექშენის ფასი, 1 199 ლარიც, რაც უკვე დადებული განხილვების გათვალისწინებით, ნაკლებიც კი არის კამერის შესაძლებლობებზე. პროდუქტის შეძენა კოპტერტექში ძალიან მალე შეგეძლებათ.

მანამდე კი დეტალურად გაეცანით პროდუქტის მახასიათებლებს: https://www.dji.com/osmo-action

უკრაინის მაღაროებში დრონების გამოყენება დაიწყეს


თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სამუშაოს ეფექტურობის გასაზრდელად, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა ყველაზე დიდმა კომპანიამ უკრაინაში, თავის საქმიანობაში დრონების აქტიური გამოყენება დაიწყო.

DroneUA-სთან კოლაბორაციის შედეგად, Ferrexpo-მ უკრაინაში პირველმა დააინტეგრირა უპილოტო საფრენი აპარატი წიაღისეულის მოპოვების ინდუსტრიასთან. DroneUA-სთვისაც, რომელსაც თავის მხრივ უპილოტო საჰაერო აპარატების სხვადასხვა კომპანიასთან ინტეგრირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამ ინდუსტრიასთან შეხება პირველი იყო.

რატომ უნდა გამოვიყენოთ დრონები მაღაროებში?

პროექტი დაიწყო ერთი მიზნით: მინიმუმამდე დაეყვანა მაღაროებში მომუშავეთა რისკი და ამავდროულად არ შეეფერხებინა სამუშაოები.

დიდი, ინდუსტრიული მოწყობილობები ძალიან სარისკოა მუშებისთვის, თუმცა Ferrexpo-ს გამოთვლებით, ტექნიკის 30 წუთით გაჩერება კომპანიას ათობით ათასი დოლარით აზარალებს. ამიტომ სამუშაო ჯგუფი იმედოვნებდა, რომ დრონების დახმარებით ეს დანადგარები არ გამოირთვებოდა, თუმცა ამასთანავე თანამშრომლებისთვისაც შეიქმნებოდა უფრო უსაფრთხო გარემო.

“რა თქმა უნდა, რთულია, სრულად ჩაანაცვლო ადამიანური ფაქტორი, მაგრამ დრონების გამოყენება შეიძლება ყველაზე შრომატევად და საშიშ დავალებებზე.”- ხსნის DroneUA-ს თანადამფუნებელი.

ამ ინდუსტრიაში დრონების გამოყენების უპირატესობებია::

  • ყოვლისმომცველი, მაღალი ხარიხის მონაცემების მოპოვება;
  • გამარტივებული, დაჩქარებული ოპერაციები- ახლა უკვე უფრო ნაკლებ ადამიანს შეუძლია მეტი ფართობის დაფარვა;
  • ფრენის ავტომატური დაგეგმარება და დამუშავება, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომის შესაძლებლობა.

მაღაროს მეპინგი

როგორც ტატიანა კონდრატენკო, DroneUA-ს გეოდეზიური სამუშაოების პროექტების მენეჯერი აცხადებს, დრონების გაცნობა ამ სფეროში მარტივი არ ყოფილა და კომპანიაში მრავალი ცვლილება განაპირობა- შეიქმნა ახალი სამუშაო პოზიციები და პროექტი მოერგო კომპანიის ინფორმაციულ გარემოს.

რთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო მოწყობილობების მოძიება. საბოლოოდ, გუნდმა DJI-ის დრონი, Matrice 210 RTK აარჩიეს. ამ დრონში ჩაშენებული RTK მოდული ეხმარება ხომალდს შეასრულოს ოპერაციები ავტომატურ რეჟიმში უფრო ზუსტად. დრონი ავტომატურად აფიქსირებს სიახლოვეს მაღაროს კედლებთან და ამცირებს შეჯახების ალბათობას.

DroneUA-ს რწმენით, ისინი არიან პირველი კომპანია, რომელიც წარმატებით გაუძღვა ფრენებს მიწის ქვეშ. მათ არაერთი მისია დაასრულეს როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ რეჟიმებში ყველაზე ღრმა- 410 მეტრის ქვეშიდან- პოლტავა, უკრაინაში.

მოცემულ ლოკაციაზე 1-საათიანი ფრენის შედეგად დრონის მიერ შეგროვებული მონაცემები გადაეცა უკვე არსებულ სამუშაო ძალას გასაანალიზებლად. ესენი იყო 2D და 3D ფაილები, მათ შორის, რასტრული ზედაპირის მოდელი, სტრუქტურული ხაზები და სხვ, რომლებიც დამუშავდა სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში.

Osmo Pocket თუ Osmo Mobile 2 ?

2018 წელს DJI-იმ ორი სტაბილიზატორი გამოუშვა: Osmo Mobile 2 და Osmo Pocket. ორივე მათგანი გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქციოთ ყოველდღიური მომენტები კინომატოგრაფიულ თავგადასავლად, სხვა მხრივ კი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იმის გასარკვევად, თუ რომელი სტაბილიზატორი უფრო შეგეფერებათ, მოდით, დეტალურად შევადაროთ ისინი.

პორტატულობა

წონის მხრივ გამარჯვებული ოსმო პოკეტია- მხოლოდ 116 გრამს იწონის და საოცრად ადვილია თან სატარებლად. ნამდვილად ამართლებს თავის სახელს, მისი ტარება ჯიბითაც შეგიძლიათ.

ოსმო მობაილ 2 ოდნავ უფრო მძიმეა, 485 გრამს იწონის, თუმცა დასაკეცი დიზაინის წყალობით, ისიც ძალიან კომპაქტური და პორტაბელურია.

ავტონომიური გამოყენება

ოსმო პოკეტი 3-ღერძიანი სტაბილიზაციის მქონე კამერაა, რომელიც არ საჭიროებს სმარტფონს ოპერირებისთვის. მოწყობილობაში ჩაშენებულია 1,08-ინჩიანი „თაჩსქრინი“, რომელიც გამოიყენება ნავიგაციისთვის- სხვადასხვა გადამღები რეჟიმის არჩევისას.

მართალია, სტაბილიზატორს თავისითაც შეუძლია ოპერირება, თუმცა დამატებით, მისი უნივერსალური პორტი შესაძლებლობას იძლევა, დავაკავშიროთ მას სმარტფონიც. ასე სმარტფონის ეკრანის გამოყენება აპლიკაცია DJI Mimo-სთან ერთად შეიძლება, რაც მონტაჟის, გაზიარებისა და ეფექტების დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს.

ოსმო მობაილ 2 მძლავრი ხელსაწყოა, თუმცა მხოლოდ მისი გამოყენება შეუძლებელია. მომხმარებელმა სტაბილიზატორი უნდა დააკავშიროს სმარტფონს და გამოიყენოს აპლიკაცია DJI GO მის ასამუშავებლად.

კავშირის მეთოდი

ოსმო მობაილ 2 უკავშირდება სმარტფონს ბლუთუსის საშუალებით. მოწყობილობის გამოყენება ამ კავშირის გარეშეცაა შესაძლებელი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ყველა მისი შესაძლებლობის გამოყენება.

ოსმო პოკეტი კი გვთავაზობს სრულ ფუნქციონალურობას ორივე შემთხვევაში- სმარტფონით თუ მის გარეშე. სმარტფონის დაკავშირება სტაბილიზატორთან შესაძლებელია wi-fi-ით (ამ შემთხვევაში ოპერირების მაქსიმალური მანძილია 10 მეტრი), ბლუთუსით ან უნივერსალური პორტით.

აწყობა

ოსმო პოკეტის ჩართვა და გამორთვა წამებშია შესაძლებელი ღილაკის გამოყენებით. მოწყობილობას არ სჭირდება დაბალანსება გამოყენებამდე. სმარტფონის პორტით დაკავშირებისას ავტომატურად იხსნება აპლიკაცია DJI Mimo.

ოსმო მობაილ 2 მოითხოვს სმარტფონთან ბლუთუსით დაკავშირებას. ასევე, საჭირობა, მისი დაბალანსება გამოყენებამდე. თუმცა ეს საფეხურებიც მარტივი და სწრაფია.

კადრები

ორივე მოწყობილობას 3-ღერძიანი მექანიკური გიმბალი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს შეიქ-ფრი კადრებს ნებისმიერ სიტუაციაში.

ოსმო პოკეტი DJI-ის ყველაზე პატარა პორტატული 3-ღერძიანი გიმბალია. მისი დახვეწილი ალგორითმების წყალობით გიმბალის მოძრაობა განსაკუთრებით დელიკატურია.

მაღალი ხარისხის გამოსახულება

სურათის ხარისხი ოსმო მობაილ 2-ზე დამოკიდებულია თქვენს სმარტფონზე. მეორე მხრივ, ეს გაძლევთ მეტ თავისუფლებას, ჩაატაროთ ექსპერიმენტები, გამოიყენოთ განსხვავებული სმარტფონები განსხვავებულ შემთხვევებში.

რაც შეეხება ოსმო პოკეტს, მას აქვს ჩაშენებული კამერა, რომელიც იღებს ძალიან მაღალი ხარისხის, მკაფიო სურათებს. მცირე ზომამ არ მოგატყუოთ- ოსმო პოკეტს ½.3-ინჩიანი სენსორი, 80-გრაადუსიანი ფართო კუთხის ლინზა და f2.0 დიაფრაგმა აქვს. ეს მონაცემები საშუალებას გაძლებთ გადაიღოთ 4K/60fps ულტრა მაღალი ხარისხის ვიდეო 100 Mbps-ითა და 12 MP ფოტოები.

ელემენტის ხანგრძლივობა

ბოლომდე დატენილ ოსმო პოკეტს შეუძლია გადაიღოს 140-წუთიანი ვიდეო. 1-საათიანი სწრაფი დატენვისას კი ელემენტი 90%-მდე იტენება. ოსმო მობაილ 2 ამ კატეგორიის გამარჯვებულია – ელემენტის 15-საათიანი ხანგრძლივობით.

ჭკვიანი ფუნქციები

Activetrack

Activetrack-ის საშუალებით, ობიექტზე მხოლოდ ერთი თითის დაჭერით, კამერა გაყვება მის ნებისმიერ მოძრაობას. ეს ფუნქცია ორივე სტაბილიზატორს აქვს.

Timelapse/Motionlapse

თუ ქალაქის მოძრაობის ან მზის ჩასვლის გდაღება გსურთ, ოსმო მობაილ 2-ც და ოსმო პოკეტიც გთავაზობთ თაიმლეფსის ფუნქციას.

Panorama

თუ მთელი სურათისთვის ერთი კადრი საკმარისი არ არის, მისი სრული გადმოცემა 3×3 პანორამას გამოყენებით შეგიძლიათ. ორივე მოწყობილობას შეუძლია 9 სურათის გადაღება და მისი ერთ კადრად გაერთიანება.

შესაძლებელია 4 სურათის შეერთებაც 180°-იანი პანორამის მისაღებად.

გადაღება დაბალ განათებაში

ღამის რეჟიმი, რომელიც ორივე მოდელში გვხვდება, საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ექსპოზიციები და მოძრაობები ღამით.

მხოლოდ ოსმო პოკეტში

FPV რეჟიმი

ჩართეთ თქვენი აუდიტორია პირდაპირ მოქმედებაში. FPV რეჟიმი იღებს უფრო დინამიკურ პერსპექტივაში, გლუვად მიყვება გიმბალის ორიენტაციას სწრაფად მოძრავი კადრებისთვის. კამერა მიყვება ყველა თქვენს გადახრასა და Tilt-ს და გამოსახულება ჩანს თქვენი პერსპექტივიდან- უფრო დინამიკურია.

ულტრა-ფართო კუთხის სელფი

ცხადია, სელფის გადაღება ოსმო მობაილ 2-ითაც შეგიძლიათ, თუმცა ოსმო პოკეტი ამ საკითხში დაწინაურებულია- გთავაზობთ ულტრა-ფართო კუთხის სურათებს და გარემოს მეტად გამოჩენას.

Facetrack

სელფი რეჟიმში კამერა ავტომატურად რთავს Facetrack ფუნქციას, უცვლელად გტოვებს კადრში, სანამ შენ ათვალიერებ გარემოს.

აქსესუარები

ოსმო პოკეტს მოჰყვება არაერთი აქსესუარი მეტი კომფორტისთვის. მათ შორის ვაირლეს მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ბლუთუსს, ვაი ფაისა და გადაცემას, რათა უსადენოდ აკონტროლოთ გიმბალი თქვენი სმარტფონის დახმარებით. ასევე წყალგამძლე ქეისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გადაიღოთ კადრები 60 მეტრამდე სიღრმეში.

DJI Mimo

OSMO Pocket ასევე გთავაზობთ DJI Mimo-ს, ახალ აპლიკაციას, რომელიც გაძლევთ მეტ კრეატიულ შესაძლებლობას. აირჩიეთ სხვადასხვა შაბლონი სთორი რეჟიმში და დაამსგავსეთ თქვენი კლიპი კინოს. კამერის მოძრაობები, ეფექტები და მუსიკა აქცევს თქვენს ყოველდღიურ ვიდეოს ნამდვილ ჰიტად.

საბოლოო განაჩენი

ოსმო მობაილ 2 შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სტაბილური კადრების ტელეფონით გადასაღებად. კრეატიული რეჟიმების გამოყენებით მარტივად შექმნით ეპიკურ სცენებს. ოსმო მობაილ 2ს შთამბეჭდავი ელემენტის ხანგრძლივობა აქვს.

ფოტოგრაფებისთვის, ვიდეოგრაფებისთვის, ვლოგერებისთვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია კონტენტის შექმნით განსხვავებული პერსპექტივით, ოსმო პოკეტი ნამდვილი ჩემპიონია. ის საოცრად პორტატულია, ირთვება წამებში, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი კადრი. შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას განსხვავებული აქსესუარით , რათა მეტი კრეატიული შესაძლებლობა მოგცეთ. FPV რეჟიმით, FaceTrack-ით, ულტრა-ფართო კუთხის სელფებითა და სხვა რეჟიმებით ოსმო პოკეტი აღეს კარს კინოს გადაღების შესაძლებლობებში.

DJI-ს საუკეთესო დრონები დამწყებებისთვის

Copter Tech

DJI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში

დრონის მართვის სწავლა გსურთ და არ იცით რომლით დაიწყოთ?
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ DJI-ს საუკეთესო დრონებს დამწყებებისა და ახალბედა პილოტებისთვის, რომლებსაც თავიანთი უნარების გაუმჯობესება სურთ. საქართველოში DJI-ს ოფიციალურ პროდუქციას Copter Tech-ი გთავაზობთ.

DJI Tello

Tello დამწყებებისთვის უპირობოდ საუკეთესო დრონია. ეს დრონი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ არ იფიქრობთ, რომ მისი შეძენით ტექნოლოგიურ განვითარებას ჩამორჩით.

მიუხედავად იმისა, რომ ტელო არის DJI-ის ყველაზე პატარა დრონი, მას გააჩნია მოწინავე ტექნოლოგია, რაც ფრენას წარმოუდგენლად აიოლებს, მისი ყუთიდან ამოღებისთანავე.

მსუბუქი დიზაინი

ჩვენ უკვე ვახსენეთ ტელოს პატარა ზომაზე, მაგრამ არ გვიხსენებია, რომ მისი წონა მხოლოდ 80 გრამია, რაც მის ფრენას ამარტივებს. ამასთანავე,
უსაფრთხოების ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა პროპელერების დამცავები და გამძლე დიზაინი, ტელოს აქცევს ახალი პილოტებისთვის განკუთვნილ საუკეთესო დრონად.

STEM პროგრამირება

გეშინია მობეზრების? მაშინ კიდევ ერთხელ დაფიქრდი! Scratch -ის ( MIT-ის მიერ შექმნილი კომპიუტერული ენის) გამოყენებით შესაძლებელია საფრენი მარშუტის დაპროგრამება, ისევე როგორც შთამბეჭდავი საჰაერო მანევრების გაკეთება, მათ შორის გადატრიალება 8-მდე სხვადასხვა მიმართულებით. Tello არის ზედგამოჭრილი სწორედ დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ ფრენის საფუძვლების შესწავლა და უფრო გამოცდილი პილოტებისთვისაც, რომლებსაც უბრალოდ კარგად გართობა უნდათ.

ვისთვის არის განკუთვნილი?

  • დამწყებებისთვის
  • სტუდენტებისთვის
  • ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის
  • ახალბედა პილოტებისთვის

მახასიათებლები

წონა: 80 გ
კამერის რეზოლუცია : 5 MP
ვიდეოს რეზოლუცია: 720p HD
ლინზის FOV: 82.6°
ფორმატი: JPG (ფოტო); MP4 (ვიდეო)
ფრენის დრო: 13 წუთამდე .

გამოსახულების გადაცემის მაქსიმალური მანძლი: 100 მ

DJI Spark

ახალი პილოტებისთვის განკუთვნილი მინი დრონების სია არასრული იქნებოდა DJI Spark-ის გარეშე. სახალისო, მარტივი და ხელმისაწვდომი სპარკი არის სრულყოფილი დრონი მეგობრების ჯგუფისა და შიდა სივრცეში გართობის მოყვარულთათვის.ზომის მიუხედავად, Spark ფლობს DJI-ის საავტორო  ტექნოლოგიებს, მაღალი ხარისხის კამერასა და სტაბილურ გიმბალს. თუმცა მასში საუკეთესო მაინც ხელის მოძრაობით კონტროლის შესაძლებლობაა. სწორედ  ამ დრონს ხელით კონტროლის შემდეგ მიხვდებით თუ ერთდროულად რა მარტივი და ამაღელვებელია ფრენა.

სწრაფი ჩართვა და ხელის მოძრაობით კონტროლი

უხეშად რომ ვთქვათ, თქვენი ჯიბიდან სპარკის ამოღებასა და მის ასაფრენად მზადყოფნას სულ რაღაც 10 წამი სჭირდება. თქვენ არ გჭირდებათ მისი სამართავ პულტთან დაკავშირება და მობილური აპლიკაციის გამოყენება. უბრალოდ ასწიეთ ხელი, დრონი კი თავისით ჩართავს ხელის მოძრაობით კონტროლის რეჟიმს. დაუქნიეთ ხელი სპარკს და იგი თავად მოფრინდება თქვენკენ 20 ნაბიჯზე. ასევე, თითებით გამოსახეთ ოთხკუთხედი და  Spark-ი გადაგიღებთ ფოტოს. ამის შემდეგ, დრონის თქვენთან დასაძახებლად ასწიეთ მკლავები მაღლა.

4K კამერა

პატარა ზომამ არ მოგატყუოთ.  წარმოუდგენლად Spark აერთიანებს 12 MP კამერასა 2-ღერძიან სტაბილიზატორს და გპირდებათ სურათის ისეთ ხარისხს, რომელისაც ბევრად ძვირადღირებულ დრონებს შეშურდებოდათ.

უფრო ჭკვიანი მახასიათებლები

ხელის მოძრაობით მიხედვით ფრენის გარდა Spark-ს გააჩნია დამატებითი ინტელექტუალური ფრენის რეჟიმები, როგორებიცაა like QuickShot, ActiveTrack, და TapFly. საფრენი აპარატის ძირზე დამაგრებული ხედვის სენსორი სპარკს ეხმარება შიდა სივრცეში პოზიციონირებაში. თუ აქამდე გიოცნებია შენს მეგობრებთან ერთად  დრონით გადაგეღო საჰაერო სელფი, Spark-ზე მოსახერხებელს ვერსად ნახავთ.

ვისთვის არის განკუთვნილი?

  • დამწყებები
  • ვლოგერები
  • სელფის მოყვარულებისთვის
  • მოგზაურებისთვის

მახასიათებლები

წონა: 300 g
კამერის რეზოლუცია: 12 MP
ვიდეოს რეზოლუცია: 1080p
ლინზის FOV: 81.9°
სენსორი: 1/2.3” CMOS
ფრენის დრო: დაახლოებით 16 წუთი
გამოსახულების გადაცემის მაქსიმალური მანძლი: 2 კმ

Mavic Air

ზუსტად Spark-სა და Mavic Pro-ს შორის პოზიციონირებული Mavic Air არაჩეულებრივი დრონია დამწყებთათვის, რადგან იგი წარმოადგენს სრულყოფილ ბალანსს შესაძლებლობებსა და პორტატულობას შორის.  იგი შექმნილია იმისთვის, რომ გამოგყვეთ ნებისმიერ თავგადასავალში. Mavic Air-ი ზომით Mavic Pro-ზე ორჯერ პატარაა, თუმცა ფლობს თითქმის ყველა იგივე მახასიათებელს.

გაძლიერებული უსაფრთხოება

პირველი, რაზეც დრონის ნებისმიერი მფლობელი წუხს, ფრენის უსაფრთხოებაა. არავის უნდა, რომ თავად აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელიც პირველივე ფრენაზე დრონს ამტვრევს. საბედნიეროდ, მავიკ ეარში ჩაშენებულია რამდენიმე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი პრაქტიკული შესაძლებლობები. წინ, უკან და ქვეშ მას გააჩნია სტერეო ხედვის სისტემები, რომლებითაც იგი ფრენისას მის ირგვლივ არსებულ გარემოს შეიგძნობს. სწორედ ეს წარმოადგენს APAS-ის (პილოტის დახმარების მოწინავე სისტემა)  საფუძვლებს. ის ავტომატურად ირიდებს თავიდან დაბრკოლებებს და იმასაც გეუბნებათ სად შეგიძლიათ დრონის უსაფრთხოდ დასმა.

კეცვადი დიზაინი და ჭკვიანური ფუნქციები

Mavic Air-ი არის ულტრაპორტატული, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი დაკეცვისას იგი სმარტფონის ზომისაა, რაც იდეალურია მოგზაურებისთვის. მათ, ვისაც სურს  მოძრავი ობიექტების მარტივად  აღბეჭდვა, მავიკ ეარი სთავაზობს ინტელექტუალურსა და ინტუიციურ ფუნქციებს, როგორებიცაა ActiveTrack, QuickShots და SmartCapture. ActiveTrack ამოიცნობს ობიექტს და შეუძლია მიჰყვეს მას, ნებისმიერი დამატებითი აღჭუვილობის გარეშე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ დრონით შეგიძლიათ არაჩვეულებრივად ასახოთ თქვენი ლაშქრობა თუ ველოსიპეტით გასიერნება.

3-ღერძიანი 4K კამერა

Mavic Air სამართავად არაჩვეულებრივი დრონია, მაგრამ ის ამაზე მეტია დამწყები პილოტებისთვის. იგი ამასთანავე არაჩვეულებრივი საჰაერო კამერაა. მავიკ ეარი აღჭურვილია 12MP, 4K კამერით, რომელსაც შეუძლია როგორც JPG ფოტოების  ასევე DNG Raw-ს გადაღება. 3-ღერძიანი მექანიკური სტაბილიზატორი კი უზრუნველყოფს თქვენი საჰაერო ფოტოების სრულყოფილებას. დამატებითი 8GB შიდა მეხსიერება საშუალებას გაძლევთ ფოტოები და ვიდეოები პირდაპირ დრონში შეინახოთ. ამასთან ამასთანავე, შესაძლებელია Youtube-სა და Facebook-ზე პირდაპირი ეთერის გაშვება. 

ვისთვისა არის განკუთვნილი?

  • ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ უსაფრთხოებას
  • მოგზაურები
  • ბუნების მოყვარულები
  • მაღალი ხარისხის ფოტო/ვიდეოს მოყვარულები

მახასიათებლები

  • წონა: 430 გ
  • კამერის რეზოლუცია: 12 MP
  • ვიდეოს რეზოლუცია: 4K
  • ლინზის FOV: 85°
  • სენსორი : 1/2.3” CMOS
  • ფრენის დრო: დაახლოებით  21 წუთი
  • გამოსახულების გადაცემის მაქსიმალური მანძილი: 4 კმ

Mavic Pro Platinum

გლუვი და კომპაქტური დიზაინის მქონე Mavic Pro Platinum-ი ერთდროულად ერთდროულად ძლიერი და მიმზიდველია. Mavic Pro-სგან განსხვავებით, მასში 60%-ით შემცირებულია ხმაური და გახანგრძლივებულაი ფრენის მაქსიმალური დრო 30 წუთამდე. თუ ხარ გლობალური „მომთაბარე“ და ეძებ პორტატულ, მაღალი ხარისხის კამერის მქონე მარტივად გამოსაყენებელ დრონს , მაშინ გაიცანი Mavic 2 Pro Platinum. ეს უამრავი შესაძლებლობის მქონე, პორტატული დრონი შენი ეგზოტიკური ცხოვრების ზუსტად  ასახვაში დაგეხმარება, სადაც არ უნდა წახვიდე.

რეჟიმი დამწყებებისთვის

როგორც სხვა დრონებს,  მავიკ პრო პლატინუმს პროფესიონალურთან ერთად,  გააჩნია  ბევრი საბაზისო რეჟიმი დამწყებებისთვის.

ჭკვიანური რეჟიმები და გახანგრძლივებული ფრენის დრო

როდესაც Beginner Mode-ით ფრენისას თავს კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ გადაინაცვლოთ Tripod რეჟიმში. ჩვენ ყოველთვის გირჩევთ პირველად ღია სივრცეში, უქარო ამინდში იფრინოთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ უფრო რთული მანევრების ჩატარება სხვადასხვა ლოკაციებზე.

3-ღერძანი 4K კამერა

თქვენს საფრენ უნარებზე ვარჯიშისას დარწმუნდით, რომ თან მიმზიდველ კადრებსაც იღებთ. 3-ღერძიანი სტაბილიზატორი აფიქსირებს 12 MP კამერას, 4K ვიდეოთი, რაც დამწყებებს მარტივად აძლევს პროფესიონალურ შედეგს. თქვენ შეგიძლიათ კადრების JPG ან DNG RAW ფორმატში შენახვა, რაც მის დამუშავებას მნიშვნელოვნად გააიოლებს.

ვისთვის არის განკუთვნილი?

  • დრონის მოყვარულები, რომლებთაც სურთ კომპაქტური კამერა, ელემენტის ხანგრძლივობა, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდო.
  • ახალბედა ფოტოგრაფები, რომლებიც სანდო და პორტატულ საჰაერო ხომალდს ეძებენ
  • მოგზაურები

მახასიათებლები

წონა: 734 გ
კამერის რეზოლუცია: 12MP
ვიდეოს რეზოლუცია: 4K
ლინზის FOV: 78.8°
სენსორი: 1/2.3” CMOS
ფრენის დრო: 30 წუთამდე
გამოსახულების გადაცემის მაქსიმალური მანძილი: 7 კმ

Mavic 2

Mavic 2 სერიის დრონები არაჩვეულებრივია დამწყებთათვის, რომლებთაც სურთ პროფესიონალური კადრების გადაღება, პირველივე ფრენისას. წარმოუდგენელ პორტატულობასთან ერთად, Mavic 2-ის დრონებს გააჩნიათ ქართან მდგრადობა.  Mavic 2 შეუდარებელი არჩევანია ახალბედა საჰაერო ფოტოგრაფებისა და ვიდეოგრააფებისთვის, რომლებთაც ნამდვილად შთამბეჭდავი ნამუშევრების შექმნა სურთ. არ აქვს მნიშვნელობა კინოინდუსტრიაში გსურთ შესვლა, თუ ფოტოგრაფიაში ახალი თამაშის წესების შეტანა გსურს, Mavic 2 გთავაზობთ უსასრულო შესაძლებლობებს.

Mavic 2 Pro

Hasselblad-ის კამერა

Mavi 2 Pro აღჭურვილია მაღალი ხარისხის Hasselblad-ის კამერით. Hasselblad Natural Color Solution-ის წყალობით მას შეუძლია 20-მეგაპიქსელიანი კადრების გადაღება ფერების არაჩვეულებრივი დეტალურობით. ეს კამერა თქვენს ახალბედა ქმნილებებს მაღალ ხარისხსა და პროფესიონალურობას შესძენს.

მახასიათებლები

წონა: 907 გ
კამერის რეზოლუციაon: 20 MP
ვიდეოს რეზოლუცია: 4K
ლინზის FOV: 77°
სენსორი: 1” CMOS
ფრენის დრო: 31 წუთამდე
გამოსახულების გადაცემის მაქსიმალური მანძილი: 18 კმ

Mavic 2 Zoom

Mavic 2 Zoom-ის 24–48 მმ-იანი ოპტიკური ზუმის კამერა იღებს 4X 1080p ვიდეოებს ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, რაც საშუალებას გაძლევთ თვალწარმტაცი კადრები მიიღოთ უსაფრთხო მანძლიდან.

მახასიათებლები

წონა: 905 გ
კამერის რეზოლუცია: 12 MP
Video resolution: 4K
Lens FOV: 83°
Sensor: 1/2.3” CMOS
ფრენის დრო: 31 წუთამდე
გამოსახულების გადაცემის მაქსიმალური მანძილი: 18 კმ

ვისთვის არის განკუთვნილი?

  • მოგზაურები
  • ბუნების მოყვარულები
  • დამწყებები, რომლებსაც სურთ პროფესიონალური კადრების მიღება
  • ცხოველების ფოტოგრაფები

ასე რომ…

თუ ხარ დამწყები პილოტი ან ის, ვინც თავისი პილოტური უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნავს, DJI გთავაზობს შთამბეჭდავი რაოდენობის დრონებს, ნებისმიერი სიტუაციისთვის.

ფრენის შესწავლის მსურველებისთვის Spark და Tello არაჩვეულებრივი მინი დრონებია. კომპაქტურობასა და სიმსუბუქესთან ერთად , ორივე მათგანი იღებს შთამბეჭდავ საჰაერო კადრებსა თუ სელფებს.

Mavic Pro Platinum, Mavic Air და Mavic 2 ოდნავ უფრო დახვეწილი, თუმცა მაინც წარმოუდგენლად მარტივად საფრენი დრონებია. მას შემდეგ, რაც „ფრთებს შეისხამთ“ თქვენ არასდროს მოიწყენთ, რადგან სხვადასხვა ინტელექტუალური რეჟმების საშუალებით მალე დახელოვნდებით მაღალი დონის კადრების გადაღებაში.

ეწვიე Copter Tech-ის ოფიციალურ საიტს და უკეთ შეადარე ამ მოდელების სპეციფიკაციები.

ფრენა ცივ ამინდში – რჩევები

ზამთრის მოსვლასთან ერთად ტემპერატურაც ვარდება, ამიტომ საჭიროა დრონიც და პილოტიც მზად იყვნენ ცივი ამინდებისთვის. პილოტმა აუცილებლად უნდა იცოდეს დრონის მართვა რთულ პირობებში.

ეს სტატია დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ რისკები ზამთარში ფრენისას და ზოგად ცოდნასაც აგიმაღლებთ კოპტერის მართვასთან დაკავშირებით.

შესაძლოა პილოტების უმეტესობა შეხვდეს პრობლემას როცა ტემპერატურა 0 გრადუსამდეა, თუმცა ხანდახან უფრო დაბალ ტემპერატურაზეც არის ფრენა საჭირო, მოდით გავიგოთ რისი გათვალისწინებაა საჭირო ასეთ დროს.

საშუალოდ DJI-ის დრონების ელემენტები გათვლილია 0-დან 40 გრადუსამდე, პილოტმა ზუსტად უნდა იცოდეს საკუთარი დრონის ტემპერატურის ლიმიტი.

DJI-ს პოპულარული მოდელების ტემპერატურის ლიმიტები ცელსიუსის შკალით.

• Phantom 4 – (0 – 40)
• Mavic Pro – (0 – 40)
• Inspire 2 – (-10 – 40)

სწორედ დაბალი ტემპერატურაა იმის მიზეზი რომ დრონი ფრენის ხანგრძლივობა მცირდება, სიცივე საგრძნობლად ანელებს LiPo ტიპის ელემენტის მუშაობას.

თუ იდეალურ ამინდში ფრენის დრო შეიძლება იყოს 25 წუთამდე, სიცივეში ეს დრო 15 წუთამდე მცირდება. სასურველია ელემენტები მუდმივად იყოს დატენილი 100%-ზე ფრენის წინ. შეინახეთ დრონის ელემენტები თბილ პირობებში.

DJI გვირჩევს ელემენტის ოპტიმალური მუშაობისათვის მისი ტემპერატურა აღემატებოდეს 20 გრადუსს.

DJI-ს აპლიკაციაში არის სპეციალური ფუნქცია რომელიც პილოტებს აფრთხილებს ელემენტის დაბალი ტემპერატურის შესახებ “Battery Temperature Below 15ºC (59F). Warm battery to above 25ºC (77F) before flying”.

თუ ეს შეტყობინება გამოდის მონიტორზე დრონის ძრავები ვერ დაიქოქება და ვერ შეძლებს აფრენას. პრობლემის გამოსასწორებლად საჭიროა გავათბოთ ბატარეა.

ამ პრობლემის ასარიდებლად საჭიროა ელემენტები იყოს შენახული სითბოში. რჩევები თუ როგორ შევინარჩუნოთ ელემენტები თბილ მდგომარეობაში:

• მანქანით მგზავრობისას დრონი და ელემენტები მოათავსეთ სალონში და არა საბარგულში, რადგან მანქანის სალონში სითბო მეტია ვიდრე საბარგულში.
• მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გაახვიეთ ელემენტები და დრონი თბილ ქსოვილში, ან მოათავსეთ ელემენტი ხელთათმანში.

ფრენისას ელემენტის ძაბვა საგრძნობლად ვარდება და დრონის პროგრამული ლოგიკა ფიქრობს, რომ ელემენტი გამოერთებულია დრონისგან და დრონი იწყებს ვარდნას.

დეტალური ინფორმაცია ტემპერატურისა და ძაბვის შესახებ მოყვანილია DJI GO აპლიკაციაში, რაც ეხმარება პილოტს რეალურ დროში თვალყური ადევნოს საჭირო პარამეტრებს ელემენტის მდგომარეობის შესახებ. ტემპერატურის სანახავად საჭიროა აპლიკაციაში პილოტმა დააჭიროს ელემენტის გამოსახულებას. აუცილებელია დისფლეიზე გამოტანილი იყოს ელემენტის ძაბვა, რომ პილოტმა შეძლოს მისი კონტროლი ფრენისას. ფრენა არ არის რეკომენდირებული თუ ელემენტის ძაბვა დავარდნილია 3.2 ვოლტზე დაბლა.

იმ შემთხვევაში თუ პილოტი აგრძელებს ფრენას მიუხედავად პრობლემისა დიდი ალბათობით დრონი სიმძლავრის ნაკლებობის გამო ვერ დაძლევს დაბრკოლებას და ადგილზე დავარდება.

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, ასევე ცუდი არ იქნება თბილად შეკაზმოთ თქვენი მფრინავი მეგობარი 🙂

 

 

ფრენის წინა შემოწმება

მისიამდე:

• გადაამოწმეთ ამინდი
• ამოცანის ჩამონათვალი, გეგმა
• მართვის პულტი და ელემენტები დატენილია
• პროგრამული უზრუნველყოფა განახლებულია
• ფრენის ნებართვა
• აპლიკაცია განახლებულია
• ხელსაწყოები გადამოწმებულია და ჩალაგებულია
• კოპტერის ელემენტები დატენილია
• SD კარტა დაფორმატებულია

 

ლოკაციაზე აფრენამდე :

• ყველა ხელსაწყო ჩალაგებულია
• ელემენტები მიერთებულია კოპტერზე
• კომპასის კალიბრაცია თუ საჭიროება ითხოვს
• Home წერტილი მონიშნულია

• ელემენტის ტემპერატურა დასაშვებია
• SD კარტა ჩასმულია კოპტერში
• მიღების სიგნალი ძლიერია
• პროპელერები დამაგრებულია როგორც წესი
• გიმბალის დამცავი მოხსნილია
• კამერის პარამეტრები შერჩეულია
• ფრენის რეჟიმი შერჩეულია
• Return to Home სიმაღლე შერჩეულია
• ქარის სიჩქარე დასაშვებია
• ლოკაცია გადამოწმებულია დაბრკოლებებზე
• ანტენების მიმართულება კორექტულადაა დაყენებული
• დარწმუნდით რომ კოპტერის აფრენა უსაფრთხოა

აფრენა:

• დარწმუნდით რომ კოპტერის აფრენა უსაფრთხოა
• გადაამოწმეთ ჩაწერა
• დრონი რეაგირებს მართვის პულტის ყველა მანიპულაციაზე
• აფრენა
• კოპტერი დაკიდეთ ერთ სიმაღლეზე წამის განმავლობაში
• მისიის შესრულება

 

ფრენა სასიამოვნოა როცა ეს ფრენა უსაფრთხოა. შესაძლოა პილოტს გამორჩეს ან დაავიწყდეს მნიშვნელოვანი აგრეგატის ან პროგრამული გამართვის შემოწმება ამიტომ საჭიროა პილოტმა ყველა ფრენის წინ იხელმძღვანელოს სპეციალური სიით რომელიც, მაქსიმალურად შეამცირებს რისკებს.

წინასწარი შემოწმებით პილოტს რისკები დაყავს მინიმუმამდე ამასთან , ერთად როგორც დრონი ასევე პილოტი მომზადებულია მაქსიმალურად. ყველაზე მეტად არასასურველია კრიტიკული შემთხვევების, ინციდენტების, დროს საკმაოდ ძვირად ღირებული საფრენი აპარატის დამტვრევა, მწყობრიდან გამოყვანა ან კიდე უარესი რიგი პრობლემების გამო სხვა გარშემო მყოფი ადამიანების დაზიანება.

შესაძლოა პილოტები არღვევდენ უსაფრთხოების წესებს ისე რომ არ ფიქრობდნენ შედეგებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა არ აღნიშნავს პილოტის პროფესიონალიზმს როცა პილოტი არ იცავს უსაფრთხოების წესებს ის საფრთხეს უქმნის სხვა ახლო მყოფ პირებს .

პილოტი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს უსაფრთხოების წესების დაცვას ეს იქნება ფრენამდე თუ ფრენის მსვლელობისას. ზემოთ მდებარე მოკლე ჩამონათვალი პილოტებს დაეხმარება მაქსიმალურად გაზარდონ უსაფრთხოების დონე.

DJI Goggles RE Hands-On: Unboxing & First Look

გაიცანით ახალი DJI Goggles RE! რას გვთავაზობს DJI-ს ახალი პროდუქტი გაუმჯობესებული დიზაინის გარდა?

 

 

 

 

 

 

 

 

Goggles RE დიზაინით საკმაოდ განსხვავდება წინა მოდელისგან, მას აქვს მეტალის გლუვი, შავი კორპუსი.

 

 

 

 

კომპლექტში შემავალი “Pagoda” ანტეის მეშვეობით შეიძლება გადართვა ციფრულ და ანალოგური გადაცემებს შორის, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის სცენარებს. ძირითადად გამოიყენება FPV რბოლებში.

ახალი მოდელის დიზაინში დამატებულია მაღალი ხარისხის წითელი ტყავის  რკალი შიგნიდან, რაც კომფორტის ახალი საფეხურია.

DJI Goggles RE-მ შეინარჩუნა ყველა ფუნქცია, რაც ორიგინალ DJI Goggles ჰქონდა. ის თავსებადია DJI-ს ყველა დრონთან FPV immersive ფრენისთვის. თუ მეტი ექსტრიმი გსურთ მისი გამოიყენება ფილმების საყურებლად ან თამაშებისთვის შეიძლება. DJI Goggles RE შეესაბამება OcuSync ვიდეო გადაცემის მოდულს და მაღალი ხარისხის კამერის მოდულს. DJI Goggles RE ასევე შეესაბამება ორ სხვა ანტენას. ცილინდრული ანტენა აწარმოებს უფრო ორიენტირებულ სიგნალს, რაც კარგია გრძელვადიანი გადაცემისათვის. დიპოლური ანტენა იდეალურია მრავალმიმართულებიანი ფრენისთვის, რომელიც ფართო ღია სივრცეში FPV არხის მკაფიო სიგნალს ინარჩუნებს.

DJI Mavic Pro

მახასიათებლები:

  • მაქს. სიჩქარე : 65 კმ/სთ.
  • ფრენის მიმართულებით დაბრკოლების აღმოჩენა.
  • ფრენის დრო: 27 წთ.
  • ფრენის დიაპაზონი: 7კმ
  • GPS, GLONASS და VPS
  • 4K ვიდეო, 12 მეგაპიქსელი ფოტოს რეჟიმში
  • ავტომატური აფრენა დაფრენის რეჟიმი

 

DJI Mavic Pro არის პატარა ზომის საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ვიდეო კამერით. მას აქვს გაზრდილი ფრენის დრო 27 წუთამდე, შეუძლია დიდ დისტანციაზე ფრენა. ვიდეო გამოსახულების გაშვება live რეჟიმში, 4K ვიდეოს გადაღება, ამასთან ერთად ის კომპაქტურია და მარტივია ტრანსპორტირებისთვის. მისი წონა 743 გრამია, ხოლო ზომა: 83 x 83 x 198, მისი მოთავსება პატარა ჩანთაშიც შეგიძლიათ. სტანდარტულ კომპლექტაციაში მოყვება ერთი ელემენტი რომლის მუშაობის ხანგრძლიობაა 27 წთ. ელემენტი მრავალჯერადი გამოყენებისაა.
ფრენის სიჩქარე აღწევს 65 კმ/სთ-ს და ამასთან ერთად აღჭურვილია 3-axis გიმბალით, რომელზეც დაყენებულია 12 MP კამერა. ასევე მოყვება სამართავი პულტი რომელიც მუშაობს iOS ან Android სისტემის პლანშეტებთან ან სმარტფონებთან.

პატარა ზომის და წონის მიუხედავად Mavic PRO არის სტაბილური ფრენის დროს, მისგან მიღებული ვიდეო თუ ფოტო გამოსახულება გამოირჩევა მაღალი ხარისხით. კომპლექტაციაში მოყვება პლასტმასის კამერის დამცავი რომელიც იცავს კამერას დაზიანებისაგან.
აღსანიშნავია ფრთების დაკეცვის შესაძლებლობაც, რომელიც Mavic Pro-ს კიდევ უფრო კომპაქტურს ხდის.

Mavic Pro-ს გააჩნია პატარა და ბევრის მთქმელი კამერა. 1/2.3-inch-იანი სენსორით აღჭურვილი 12 MP-იანი კამერა საშუალებას იძლევა გადაიღოს ფოტო JPEG ან DNG RAW ფორმატში. ასევე ვიდეო 4K 30fps ან 1080p 90 fps.
ამასთან ერთად მომხმარებელს შეუძლია სწრაფად დააყენოს სასურველი კამერის პარამეტრები. მაქსიმალური ხარისხის მისაღებად კამერას გააჩნია სტაბილიზაცია.

Mavic-ის ბორტზე განთავსებულია კიდე 4 კამერა მაგრამ ისინი არ არის განკუთვნილი ფოტოს ან ვიდეოს გადასაღებად. ეს კამერები გამოიყენება სტაბილური და უსაფრთხო ფრენისთვის. ქვედა 2 კამერა პასუხისმგებელია დრონია სტაბილიზაციაზე დახურულ სივრცეში ფრენის დროს როცა GPS სიგნალის სიხშირე დაბალია. (იდეაში GPS-ი კოორდინატების დადგენის გარდა ხელს უწყოსბ დრონი ჰაერში დაეკიდოს სტაბილურად ერთ წერტილში.). კამერის მეორე წყვილი კი მიმართულია დრონის ფრენის მიმართულებით რომლის ფუნქციაა ფრენის მიმართულებით დაბრკოლების აღმოჩენა, რაც არ აძლევს დრონს ფრენის დროს ფრენის მიმართულებით დრონი შეეჯახოს დაბრკოლება. ეს იმას ნიშნავს რომ თუ დრონის წინა სენსორები აღმოაჩენენ ფრენის მიმართულებით დაბრკოლებას, დრონი ჩერდება და აღარ აგრძელებს ფრენას, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.

DJI Mavic Pro-ს მოყვება კომპლექტაციაში პატარა ზომის სამართავი პულტი, რომელზეც მარტივად მაგრდება iOS და Android სმარტფონები. სმარტფონები უერთდება პულტს მოკლე კაბელით, რის შემდეგაც ეკრანზე გამოდის ვიდეო გამოსახულება და კამერის სამართავი აპლიკაცია, რაშიც შესაძლებელია სასურველი კამერის კონფიგურაციის დაყენება.

მართვის პულტის სიგნალი ვრცელდება 7 კმ-მდე რაც საშუალებას იძლევა დრონის მართვა ამ სიშორეზე გაშლილ სივრცეში სადაც არ არის დრონსა და მართვის პულტს შორის შენობები ან სხვა სახის დაბრკოლებები.

Mavic Pro დაფრინავს სწრაფად და მსუბუქად. 65 კმ/სთ-ში სიჩქარის მისაღწევად საჭიროა სპორტ რეჟიმის გააქტიურება, მაგრამ ამავ დროულად დრონზე იკარგება ფრენის მიმართულებით დაბრკოლების აღჩენის თვისება მაღალი სიჩქარის გამო. მას ასევე სწრაფად შეუძლია სიმაღლის შეცვლა რაც არ უშლის ხელს სტაბილური გამოსახულების ჩაწერას, სიჩქარე არ აისახება გადაღების ხარისხზე.
სმარტფონის ეკრანზე გამოსახულია ელემენტის მუშაობა რეალურ რეჟიმში, ფრენის ხანგძლიობა დამოკიდებულია ფრენის რეჟიმზე და გარემო პირობებზე. სპორტის რეჟიმზე ფრენის ხანგრძლიობა მცირდება.

Mavic Pro-ს კამერიდან მიღებული JPG ფორმატის ფოტოები სუფთაა და ხარისხიანი. თუმცა ფერთა კორექციისთვის სასურველია RAW-ში გადაღება. გამოსახულების ხარისხი არ იკარგება დაზუმების შემთხვევაშიც.

 

სად შევიძინო?

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ DJI-ის ავტორიზებულ დილერების ოფიციალურ საიტზე www.coptertech.ge

Mavic Pro

Matrice 600 Pro (M600 Pro)

M600 Pro არის DJI-ს მრავალფუნქციური ჰექსაკოპტერი. მისი გამოყენება არა მხოლოდ ფოტო, ვიდეო გადაღების არამედ სხვა თვალსაზრისითაც შეიძლება, ამიტომაც დეტალურად განვიხილოთ რას გვთავაზობს Matrice 600 Pro (M600 Pro).

M600 არის DJI-ს მფრინავი პლატფორმა, რომელიც გამოიყენება პროფესიონალური კინოგადაღებისთვის, მასზე შეიძლება გარკვეული კამერების ინტეგრაცია რონინის მეშვეობით მაგალითად: RONIN-MX + RED EPIC; RONIN-MX+HASSELBLAD A5D; ZENMUSE Z15-GH4; ZENMUSE Z15-A7; ZENMUSE X5R; ZENMUSE XT.

უკეთ, რომ გაიგოთ რაში გამოიყენება რონინი ამ ვიდეოს გაეცანით:

 

აქვს ტვირთამძლეობა 6,5კგ, რეალურად ჰაერში 15კგ-ს წევს თუ გავითვალისწინებთ თვითონ M600 Pro წონას, 9,5კგ. ჰექსაკოპტერი M600 Pro 6 ინტელექტუალური ბატარიით მუშაობს, ერთი მათგანი მწყობრიდანაც რომ გამოვიდეს დანარჩენები მაინც უზრუნველყოფენ ენერგიის მიწოდებას. მას შეუძლია მუშაობა -10-დან 40 გრადუსამდე ტემპერატურაში, სადაც ნებისმიერ ვარიანტში ინარჩუნებს სტაბილურობას და დებს საუკეთესო შედეგს.

როგორც უკვე ვახსენეთ M600 Pro ფართოდ გამოიყენება კინოინდუსტრიაში. ზოგადად ამ დრონის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ შეუძლია მოირგოს კამერა პროფესიონალური ოპტიკით. სპეციალურად ამისთვის დრონის კონსტრუქციას ემაგრება სხვადასხვა სახის საკიდები.

 

 

 

M600 Pro ასევე გამოიყენება 3D Mapping-ისთვის, მასზე Lidar-ის 3D სკანერის დაყენების შემთხვევაში იგი იქცევა პროფესიონალურ ხელსაწყოდ კონსტუქტორებისა და მშენებლებისთვის.

 

 

 

 

 

ზოგადად M600 Pro-ის გამოყენება ადამიანს ბევრი მიმართულებით შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ დრონისთვის სახუმარო წონას არ ეჭიდება შეუძლია პირველადი დახმარების ნივთები გადაიტანოს ისეთ მანიძილზე რომელსაც ადამიანი ვერ დაფარავს, იპოვნოს გზა აბნეული ადამიანები უღრან ტყეში თბოვიზორის დახმარებით, რომელიც უმაგრდება M600 Pro-ს ან სულაც ჰამაკი აწიოს ჰაერში 🙂 დიახ, დიახ ჰამაკი! არ შეგვიძლია არ გაგიზიაროთ ჩვენი და M600 Pro -ის ერთობლივი ნამუშევარი, რომელმაც ნამდვილად დიდი ყურადღება მიიპყრო მსოფლიოს მასშტაბით.

 

Zenmuse X7

დიდი აჟიოტაჟი Zenmuse X7-ს გარშემო დასრულდა! მოვიდა დრო თამამად განვიხოლოთ DJI-ს სიახლე!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მატრიცა: სუპერ-35

ფოტო: 24მპ

ვიდეო:  6K CinemaDNG

5.2K Apple ProRes

Dynamic Range: 14 ნაბიჯი

წონა: 631 გრამი

Zenmuse X7 სუპერ 35-ის ფორმატის, კომპაქტური კამერაა, რომელიც აღჭურვილია სტაბილიზატორით, გამოიყენება უმაღლესი ხარისხის სურათების, ვიდეოების, პროფესიონალური კინოგადაღებებისთვის! ჯერჯერობით თავსებადია DJI Inspire 2 თან. მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის საჰაერო კინომატოგრაფიაში ახალი სიტყვა.

ფოკუსირების მანძილი 16-50მმ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოს დამუშავების სისტემა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

DJI Cinema ფერთა სისტემა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მატრიცა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ობიექტივი

 

 

 

 

 

 

 

Noise Suppression

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

და ბოლოს ამ ვიდეოსაც გაეცანით. მოკლედ, არაჩვეულებრივი სიახლეა ეს კამერა მსოფლიოსთვის 🙂