Ronin S VS Ronin-SC

რომელი შევიძინოთ?

Ronin-S არის DLSR კამერებისთვის  შექმნილი შესანიშნავი სტაბილიზატორი, რომელიც გვთავაზობს თავსებადობას მრავალი სახის კამერასა და ლინზებთან.   უახლესი  Ronin-SC არის მსუბუქი, პორტატული  სტაბილიზატორი, უსარკო კამერებისთვის. ასე რომ, რომელი უნდა შეიძინო შენ?  ჩვენ ორივე მათგანი გამოვცადეთ ერთსა და იმავე სიტუაციაში.

უახლესი Ronin-SC უკვე ოფიციალურად გამოვიდა და გვთავაზობს 3-ღერძიან ბრწყინვალე სტაბილიზაციას, მსუბუქ დიზაინსა და სხვა დამატებით ფუნქციებს. მისმა შემოსვლამ Ronin-ების სერიაში დიდი ინტერესი გამოიწვია ვიდეოგრაფებსა და კინემატოგრაფებში. სანამ რომელიმე მათგანის შეძენას გადაწყვეტთ,  ამ შედარებაში ჩვენ დაგანახებთ ორივე მათგანის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს.

დიზაინი

ორივე, Ronin-S და Ronin-SC არის პოტატული, მოხსნადი დიზაინი, რაც აქცევს მათ მარტივად  ტრანსპორტირებელ სტაბილიზატორებად.

Ronin-SC იწონის 1.1 კგ-ს, რის გამოც იგი წარმოუდგენლად მოსახერხებელია ტრანსპორტირებისთვის, სხვადასხვა გადასაღებ ლოკაციაზე. Ronin-SC შედარებით პატარა ზომის წყალობით მისი შენახვა უფრო მარტივია თავის ქეისსა თუ ზურგჩანთაში.

მომხმარებელს შეუძლია Ronin-SC-ის საწყის პოზიციაში დაბრუნება, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს იგი აწყობილი, რაც ის ტრანსპორტირებას მნიშვნელოვნად აიოლებს.  ეს კი ნიშნავს იმას, რომ  Ronin-SC არ საჭიროებს ბალანსირებას ყოველ გამოყენებაზე.  

  კამერის თავსებადობა

კამერის თავსებადობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია თქვენთვის საჭირო სტაბილიზატორის არჩევისას. მაშინ, როცა  Ronin-S-ის გამოყენება შესაძლებელია უამრავი სახის DSLR და უსარკო კამერებთან, Ronin-SC კი შექმნილია  სპეციალურად უსარკო კამერებისთვის, რომელთა წონა არ აღემატება 2 კგ-ს.

ნახეთ Ronin-SC -თან თავსებადი ყველაზე პოპულარული უსარკო კამერების ჩამონათვალი.

სრული სიის სანახავათ გადადით ლინკზე:  Ronin-S series comparison

  აწყობა

Ronin-SC- ს გააჩნია ღერძის სამაგრი, რაც მის აწყობასა და ბალანსირებას ასწრაფებს. Quick-Release Plate არის კიდევ ერთი საჭირო მახასიათებელი, სწრაფი ვიდეოგადაღებისთვის, რომელიც  მომხმარებელს მზა კონფიგურაციების გამოყენების საშუალებას აძლევს.  

ტრანსპორტირებისას შესაძლებელია ყველა ღერძის ჩაკეტვა.

  მახასიათებლები

ეს მახასიათებლები აქვს რონინის ორივე ვერსიას:

  პანორამა

მიიღე ფართო კუთხის ხედის კადრები პანარომას გამოყენებით.

  Timelapse & Motionlapse

თაიმლეპსი და მოუშენლეპსი არის ორი ეფექტური ტექნიკა, რომელიც დროის სვლას კინემატოგრაფიული გზით ასახავს.

Motionlapse | გადაღებულია  Ronin-SC-ით

  სპორტ რეჟიმი

ორივე Ronin-ის სტაბილიზატორს გააჩნია სპორტ რეჟიმი, რომელიც გაძლევთ სწრაფად მოძრავი ობიექტის კადრში შენარჩუნებისა და უნიკალური ტრანზაციების მარტივად შექმნის საშალებას.

სპორტ რეჟიმის კადრი | გადაღებულია  Ronin-SC-ით

Ronin-SC-ს აქვს ახალი, ამაღელვებელი ფუნქციებიც. მოდი შევამოწმოთ.

  ActiveTrack 3.0

Ronin-SC არის პირველი სტაბილიზატორი, რონინების სერიაში, რომელსაც აქვს  ActiveTrack 3.0 ტექნოლოგია. Ronin-SC-ის ტელეფონის სამაგრის გამოყენებით, კამერის თავზე მაგრდება  სმარტფონი, რომელიც უკავშირდება რონინის აპლიკაციას, რისი საშუალებითაც Ronin-SC  ზუსტად მიჰყვება. ActiveTrack 3.0  შეიძლება გამოვიყენოთ სწრაფი არჩევისთვის, მისადევნებლად და მოძრავი ობიექტების აღსაბეჭდად.

ActiveTrack 3.0 კადრი | გადაღებულია Ronin-SC-ით

  Force Mobile

 Ronin-SC ეს ფუნქცია გთავაზობთ სრულიად ახალ გზას თქვენი სტაბილიზატორის საკონტროლოდ. მომხმარებლებს შეუძლია Ronin-SC-ის კონტროლი სმარტფონის მოძრაობით, რაც არის ვიდეოგადაღების უნიკალური და ინსტიქტური მეთოდი.

*Force Mobile ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ Ios-ისთვის

  სპეციფიკაციები

ვინაიდან უკვე განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, მოდი გადავხედოთ ორივე მათგანის სპეციფიკაციებს, მოდი გადავხედოთ ორივე მათანის სპეციფიკაციებს:


კამერის სტაბილიზატორის არჩევა

თუ თქვენ DSLR კამერას იყენებთ და გაქვთ ლინზების ფართო არჩევანი უფრო ამბიციურ გარემოში გადასაღებად, მაშინ Ronin S ბრწყინვალე არჩევანი იქნება.  Ronin-S აუცილებელი სტაბილიზატორია ღონისძიებების გადამრებების, კონტენტის შემქმნელებისა და DSLR კამერის მფლობელებისთვის.

იმ ვიდეოგრაფებისთვის, რომლებსაც სურთ უფრო მსუბუქი, მოგზაურობაზე მორგებული სტაბილიზატორი Ronin-SC იქნება ძალიან საჭირო დანამატი თავიანთი აღჭურვილობისთვის. არაჩვეულებრივია ვლოგერებისთვის და ქორწილის ვიდეოგრაფებისთვის, რომლებსაც მოძრაობის გადაღება უწევთ. Ronin-SC წარმოდგენილია, როგორც ლიდერი სტაბილიზატორი უსარკო კამერების ბაზარზე.

Ronin-SC ის აწყობის სანახავად გადადით ლინკზე:

კომენტარები

კომენტარი