Osmo Pocket თუ Osmo Action?

Osmo Pocket-ის მსგავსად, უახლესი Osmo Action  თქვენი ყოველდღიური თავგადასავლებისთვის შესანიშნავი თანამგზავრია და ის ნებისმიერი მომენტის აღბეჭვდის თავისუფლებას გაძლევთ.
ვინაიდან ორივე მოწყობილობა პორტაბელური, უმაღლესი კამერისა და უამრავი ჭკვიანური რეჟიმის მქონეა, შესაძლოა გაგვიჭირდეს ზუსტად ჩვენთვის შესაფერისის ამორჩევა.  ყველა ადამიანს განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვს და შესაბამისად ყოველდღიურობაშიც უნიკალურ სიტუაციებს აწყდება. იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, საჭიროა ვიცოდეთ  ამ ორ კამერას შორის განსხვავებები. ამასთანავე, სასარგებლოა წარმოდგენა გვქონდეს იმ  უპირატესობებზე, რომლებსაც ეს კამერები გადაღებებისას გვთავაზობენ. ამ სტატიით ვეცდებით დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

სტაბილიზაცია

მაშინ როცა, Osmo Pocket იყენებს 3-ღერძიან გიმბალის სტაბილიზაციის სისტემას, უახლესი Osmo Action გვთავაზობს ზედმეტი მოძრაობისგან თავისუფალ კადრებს RockSteady-ის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ არის ელექტრონული ხედვის სისტემისა და კომპლექსური ალგორითმის კომბინაცია. RockSteady უზრუნველყოფს წარმოუდგენლად სტაბილურ გამოსახულებას ყველაზე დინამიკური გადაღებების დროსაც კი.

კამერა

Osmo Pocket-სა და Osmo Action-ს აქვთ 1/2.3-ინჩიანი სენსორის მქონე მაღალი ხარისხის კამერები, რომლებსაც შეუძლია 12-მეგაპიქსელი ფოტოებისა და 4K ვიდეოების გადაღება 60fps-ით. ორივე კამერის ISO დიაპაზონი არის 100-3200, როგორც ფოტოს, ასევე ვიდეოს გადაღებისას.

ოსმო ექშენი რამდენიმე ნაბიჯით წინ დაწინაურებულია  HDR ვიდეოების გადაღებისას. გაუმჯობესებული დინამიკური დიაპაზონით  კადრი ბუნებრივად გადადის ნათელი ადგილიდან შედარებით ბნელ გარემოში, აღბეჭდს ისეთ დეტალებს, რომლებიც როგორც ყოველთვის კომპლექსური განათებისას იკარგება.  

კრეატიული რეჟიმები

Timelapse

Osmo Action-ის თაიმლაპსი შესანიშნავია, დროისა და მოძრაობის სისწრაფის გათვალისწინებით. აირჩიეთ დროის ინტერვალი და საქმის გაკეთება მიანდეთ ამ ჯადოსნობას. მარტივი და მოსახერხებელი  გამართვის შემდეგ, თაიმლაპსი საუკეთესო საშუალებაა თქვენი მოძრაობბის არაჩვეულებრივი გზით გადასაღებად.   

Motionlapse

თაიმლაპსთან ერთად , Osmo Pocket-ს აქვს   Motionlapse-იც, რაც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ წარმოუდგენლად კინემატოგრაფიული ვიდეოები, რომლებსაც შემდგომი დამუშავებაც კი არ სჭირდება. უბრალოდ მოათავსეთ იგი სწორ ზედაპირდე და აირჩეთ ,,Motionlapse“ .  ამის შემდეგ კამერას მოუნიშნეთ მოძრაობის ტრაექტორია, ინტერვალი და ხანგრძლივობა.  Osmo Pocket თავად დაასრულებს ვიდეოს ჩაწერას და ავტომატურად დაამუშავებს მას.

Slow Motion

სლოუმოუშენი თქვენს კადრებს უფრო დრამატულ ელფერს შესძენს და ამასთანავე აღბეჭდავს ისეთ დეტალებს, რომლებიც სიჩქარეში შეუმჩნეველი დაგრძებოდათ.  უახლესი Osmo action-ის მსგავსად, ოსმო ფოქეთიც შექმნილია ექსტრემალურად დინამიკური სცენების გადასაღებად. უფრო ინტენსიური მოძრაობის გადასაღებად 8x სლოუმოუშენს აქვს  1080p რეზოლუცია და  240fps.

დაყოვნებით გადაღება

დაყოვნებით კადრების გადასაღებად Osmo Pocket-ის  shutter speed უნდა დააყენოთ 8 წამზე.  Osmo Action გაძლევთ საშუალებას shutter speed-ის 120 წამამდე შემცირების საშუალებას, რაც ზედგამოჭრილია ვარსკვლავებით მოჭედილი ცის გადასაღებად.

ActiveTrack vs. FOV 145°

წარსულში, ვლოგერებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ ლაპარაკის დროს საკუთარი თავის კადრში ფოკუსირებაზე. განსაკუთრებით დამწყებები ქონთენთის შექმნაში ძალიან დიდ დროს ხარჯავდნენ. Osmo Pocket-ის ActiveTrack დაFaceTrack are the perfect features to simplify this process. ActiveTrack-ის რეჟიმით, Osmo Pocket-ის კამერა მიჰყვება არჩეულ ობიექტს ძალიან დახვეწილი მოძრაობით, რის საშუალებასას 3-ღერძიანი სტაბილიზაცია იძლევა.  Selfie რეჟიმის გამოყენებისას, ოსმო ფოქეთი ამოიცნობს ადამიანის სახეს, მოაქცევს მას ერთგვარ ჩარჩოში და უწყვეტად მიჰყვება მას.  ამ გზით, ვლოგერებს აქვთ საშუალება უფრო მეტად ფოკუსირდნენ ქონთენთზე და არ იდარდონ კამერის გამოსახულებაზე. Osmo Action-ის გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ არ იდარდოთ კადრს გარეთ მოხვედრაზე, რადგანაც მის ფართო კუთხის ლინზას აქვს 145°-იანი დახრის კუთხე.

SnapShot

 Osmo Pocket-ის ჩასართავად საჭიროა სულ რამდენიმე წამი, მაგრამ თუ ეს დრო განგრძლივად მიგაჩნიათ, მაშინ Osmo Action-ის SnapShot-ის  ფუნქციამ შეიძლება დაგაინტერესოთ. დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და დაიწყეთ ჩაწერა 2 წამში.

კამერის კონტროლი და გამოსახულება

Osmo Pocket

Osmo Pocket-ს აქვს 1.08-ინჩიანი თაჩსქრინი, რომელშიც შეგიძლიათ სეთინგების სწრაფად შეცვლა. ოსმო ფოქეთი აღჭურვილია ჩართვისა და ჩაწერისა და ჩართვა-გამორთვის ღილაკებით.

ჩართვის ღილაკი 

ჩართვა-გამორთვის, ფოტო-ვიდეოს მონაცვლეობისა და კამერის მობრუნების  ღილაკის გამოყენების სანახავად უყურეთ ვიდეოს.

აპლიკაცია DJI Mimo

უკეთესი კონტროლისთვის დაუკავშირეთ Osmo Pocket-ი თქვენს სმარტფონს უნივერსალური ადაპტერით ან Wireless Module-ით. DJI Mimo საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ კამერა, დააყენოთ პარამეტრები, შეცვალოთ სეთინგები და გამოიყენოთ უფრო  მეტი რეჟიმი.

Osmo Action

ორმაგი ეკრანი:

ერთი 2.25-ინჩიანი თაჩსქრინი უკანა მხარის ხედვისთვის,  პარამეტრების დასაყენებლად, გადაღების რეჟიმების ასარჩევად და ჩაწერილი ვიდეოების სანახავად.

მეორე,  1.4-ინჩიანი წინა კამერა გაჩვენებთ თქვენს გამოსახულებას პირდაპირ რეჟიმში, რაც არაჩვეულებრივი გზაა სელფების გადასაღებად.

ექშენ კამერის თავზე იპოვით ჩართვა-გამოთვის ღილაკს. იქვეა QS მრავალფუნქციური ღილაკიც, რომელიც მოწყობილობის სხვა მხარეს არის მოთავსებული.

QS ღილაკი

კამერის გამოსახულებაში სწრაფად დააჭირეთ QS ღილაკს და გადადით სხვადასხვა რეჟიმებზე. დააჭირეთ მაღლა, მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ აიქონს, აირჩიეთ რეჟიმები და დააყენეთ  QS-ის ინტერფეისშივე. სეთინგებში ყოფნისას ან ვიდეოს ყურებისას დააჭირეთ QS ღილაკს და დაუბრუნდით კამერის გამოსახულება. დააჭირეთ და დაელოდეთ QS ღილაკს, რათა იმონაცვლევოთ წინა და უკანა კამერას შორის.  

ხმის კონტროლი

აკონტროლეთ ოსმო ექშენი მხოლოდ სიტყვიერი ბრძანებების გამოყენებით. ამ მოსახერხებელ მოწყობილებას შეუძლია 5 სხვადასხვა ბრძანების შესრულება.

აპლიკაცია DJI Mimo

Osmo Pocket-ის მსგავსად , Osmo Action-ი ასევე უკავშირდება  DJI Mimo აპლიკაციას. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისი დაკავშირება უსადენოდ wifi-სა და ბლუთუზის გამოყენებით, დამატებითი აქსესუარების გარეშე.

პერფორმანსი 

მოდი გადავხედოთ ორივე კამერას .

ხანგრძლივობა

უდავოა, რომ Osmo Pocket-ი არ არის მარტივად მტვრევადი მოწყობილობა. თუმცა, როცა საქმე მის გამძლეობას ეხება, Osmo Action-ი აშკარად იმარჯვებს. ლინზა და უკანა ეკრანი დაფარულია დამცავი, თითის ანაბეჭდებისგან დაცული  ზედაპირით, რომელიც არ იკრავს ზეთს, წყალს, ჭუჭყსა და სხვაგვარ დაბინძურებებს. ამასთანავე, მისი გამოყენება შესაძლებელია წყალქვეშ 11 მეტრზე, დამატებითი აქსესუარების გარეშე.

ფასი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოწყობილობების ფასები.  კოპტერ ტექში Osmo Pocket-ის შეძენა შეგიძლიათ 1129 ლარად, ხოლო Osmo Action-ის- 1199 ლარად.

დასკვნა : რომელი ოსმო უფრო შეგეფერება? 

ამ საფუძვლიანი შედარების შემდეგ, დროა გადავწყვიტოთ რომელი კამერა შეგეფერება ყველაზე მეტად. პროვე ოსმო კამერა არის პორტატული მოწყობილობა, რომელიც გვაძლევს გამოსახულების არაჩვეულებრივ ხარისხს, მაგრამ თუ ხარ ადრენალინის მოყვარული და შენი ცხოვრება ცოტა უფრო მეტი თავგადასავლებითაა სავსე, მაშინ Osmo Action-ი შენთვის ყოფილა შექმნილი.  წყალგაძლე დიზაინის წყალობით, მას შეუძლია სხვა რთულ გარმოში მუშაობაც, როგორიცაა მაგალითად -10°c ში გადაღება.

  ასე, რომ Osmo Action-ი არის შესაფერისი თანამგზავრი მოგზაურებისა და ათლეტებისთვის. Osmo Pocket შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თავისი ყოველდღიურობის კინემატოგრაფიულად გადაღება, 3-ღერძიანი სტაბილიზაციის საშუალებით.  მას ასევე აქვს მარტივად გამოსაყენებელი რეჟიმები, როგორებიცაა  Timelapse და Motionlapsey. შექმენით კინომატოგრაფიული ვიდეოები და ყოველთვის იყავით დარწმუნებული, რომ კამერა იღებს უმაღლეს ხარისხში, რომელი ოსმოც არ უნდა აირჩიოთ.  

კომენტარები

კომენტარი