DJI-მ პირველი ექშენ კამერა- Osmo Action გამოუშვა

“You don’t need to be a hero to live a life of action.”

„არ არის საჭირო იყო გმირი, იმისთვის, რომ ატიური ცხოვრება გქონდეს.“ – ასე წარადგინა DJI-მ თავისი ახალი პროდუქტი, პირველი Action კამერა, OSMO Action, რითაც ბაზრის ლიდერ Go Pro-სა და მის ბოლო მოდელს, Hero 7 Black-ს დაუპირისპირდა. ეს გამძლე და მრავალფუნქციური კამერა იყენებს გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს, რათა მოწყობილობებზე ნერვიულობის ნაცვლად, ადამიანმა მეტი დრო დაუთმოს საინტერესო თავგადასავლებს.

OSMO Action-ს ორი ეკრანი აქვს: მკაფიო გამოსახულების მქონე წინა ეკრანი საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაუღოთ თქვენს თავს ნებისმიერ სიტუაციაში, ხოლო უკანა ეკრანი სუფთა გამოსახულებითა და სწრაფი რეაგირებით გამოირჩევა.

სპეციალურად ამ პროდუქტისთვის შეიქმნა DJI-ის სტაბილიზაციის ახალი ტექნოლოგია- RockSteady, რომელიც აერთიანებს EIS-სა და კომპლექსურ ალგორითმებს, რითაც უზრუნველყოფს საუცხოოდ სტაბილურ, ზედმეტი მოძრაობისგან თავისუფალ კადრებს, რამდენად დინამიკურიც არ უნდა იყოს მოქმედება.

სტაბილიზაციასთან ერთად, კამერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი გადაღების ხარისხია. იღებს 4K/60fps ვიდეოს RockSteady სტაბილიზაციისას და 4K/30fps HDR ვიდეოს – სტაბილიზაციის გარეშე. გადაღების HDR რეჟიმი უზრუნველყოფს ბუნებრივ გადასვლებს ნათელ და ბნელ ადგილებში და კარგად ასახავს ყველა დეტალს, რომლებიც კომპლექსური განათების პირობებში ხშირად იკარგება.

ასევე OSMO Action-ს არაერთი კრეატიული რეჟიმი აქვს, მათ შორის 8x Slow-Motion (1080p რეზოლუციასა და 240fps-ში); 2 წუთამდე ექსპოზიცია, რაც ძალიან კარგი რეჟიმია ღამის ცის გადასაღებად; თაიმლეფსი; დროში განსაზღვრული გადაღება… შესაძლებლობების გასაზრდელად კამერის დამატებითი აქსესუარებიც ხელმისაწვდომია: ჩაფხუტის სამაგარი, სელფის ჯოხი, მიკროფონის ადაპტორი… კამერის პოტენციური მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, Action-ის ოპერაციული სისტემა ძალიან სწრაფი და ინტერაქტიულია. ეფექტური ინტერფეისი და სამი ხელმისაწვდომი ღილაკი აჩქარებს მოქმედებას: ჩართვა, ჩაწერა და რეჟიმების დაყენება შესაძლებელია წამებში. პროცესს ამარტივებს ხმით კონტროლის შესაძლებლობაც: OSMO Action ცნობს 5 ხმოვან ბრძანებას, როგორებიცაა გადაღების დაწყება, სურათის გადაღება, ან კამერის გამორთვა. ეს კი ძალიან მოსახერხებელია კონკრეტულ სიტუაციებში.

ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს წყალქვეშ. დიახ, OSMO Action-ის ჩატანა წყალშიც შეგიძლიათ- კამერა წყალგამძლეა და ძლებს 11 მეტრამდე სიღრმეში. მოწყობილობა უძლებს ყინვასაც, ელემენტი კარგად მუშაობს 10 გრადუსი ყინვის შემთხვევაშიც. Action-ის ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა მერყეობს 91 წუთიდან 1 საათსა და 56 წუთამდე, შესაბამისად,  RockSteady რეჟიმითა და მის გარეშე. მარტივია გადაღებული მასალების ტელეფონში გადატანა- ოსმო wi-fi-ით დაუკავშირდება თქვენს სმარტფონს და აპლიკაციით DJI Mimo არამარტო სოციალურ მედიაში წამიერად გაზიარების, არამედ იქვე, საკმაოდ მძლავრი ხელსაწყოებითა თუ წინასწარ შექმნილი შაბლონებით დამუშავების საშუალებას მოგცემთ.

დაბოლოს, არ უნდა გამოგვრჩეს და ერთ-ერთ უპირატესობად უნდა დავასახელოთ ოსმო ექშენის ფასი, 1 199 ლარიც, რაც უკვე დადებული განხილვების გათვალისწინებით, ნაკლებიც კი არის კამერის შესაძლებლობებზე. პროდუქტის შეძენა კოპტერტექში ძალიან მალე შეგეძლებათ.

მანამდე კი დეტალურად გაეცანით პროდუქტის მახასიათებლებს: https://www.dji.com/osmo-action

კომენტარები

კომენტარი