უკრაინის მაღაროებში დრონების გამოყენება დაიწყეს


თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სამუშაოს ეფექტურობის გასაზრდელად, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა ყველაზე დიდმა კომპანიამ უკრაინაში, თავის საქმიანობაში დრონების აქტიური გამოყენება დაიწყო.

DroneUA-სთან კოლაბორაციის შედეგად, Ferrexpo-მ უკრაინაში პირველმა დააინტეგრირა უპილოტო საფრენი აპარატი წიაღისეულის მოპოვების ინდუსტრიასთან. DroneUA-სთვისაც, რომელსაც თავის მხრივ უპილოტო საჰაერო აპარატების სხვადასხვა კომპანიასთან ინტეგრირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამ ინდუსტრიასთან შეხება პირველი იყო.

რატომ უნდა გამოვიყენოთ დრონები მაღაროებში?

პროექტი დაიწყო ერთი მიზნით: მინიმუმამდე დაეყვანა მაღაროებში მომუშავეთა რისკი და ამავდროულად არ შეეფერხებინა სამუშაოები.

დიდი, ინდუსტრიული მოწყობილობები ძალიან სარისკოა მუშებისთვის, თუმცა Ferrexpo-ს გამოთვლებით, ტექნიკის 30 წუთით გაჩერება კომპანიას ათობით ათასი დოლარით აზარალებს. ამიტომ სამუშაო ჯგუფი იმედოვნებდა, რომ დრონების დახმარებით ეს დანადგარები არ გამოირთვებოდა, თუმცა ამასთანავე თანამშრომლებისთვისაც შეიქმნებოდა უფრო უსაფრთხო გარემო.

“რა თქმა უნდა, რთულია, სრულად ჩაანაცვლო ადამიანური ფაქტორი, მაგრამ დრონების გამოყენება შეიძლება ყველაზე შრომატევად და საშიშ დავალებებზე.”- ხსნის DroneUA-ს თანადამფუნებელი.

ამ ინდუსტრიაში დრონების გამოყენების უპირატესობებია::

  • ყოვლისმომცველი, მაღალი ხარიხის მონაცემების მოპოვება;
  • გამარტივებული, დაჩქარებული ოპერაციები- ახლა უკვე უფრო ნაკლებ ადამიანს შეუძლია მეტი ფართობის დაფარვა;
  • ფრენის ავტომატური დაგეგმარება და დამუშავება, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომის შესაძლებლობა.

მაღაროს მეპინგი

როგორც ტატიანა კონდრატენკო, DroneUA-ს გეოდეზიური სამუშაოების პროექტების მენეჯერი აცხადებს, დრონების გაცნობა ამ სფეროში მარტივი არ ყოფილა და კომპანიაში მრავალი ცვლილება განაპირობა- შეიქმნა ახალი სამუშაო პოზიციები და პროექტი მოერგო კომპანიის ინფორმაციულ გარემოს.

რთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო მოწყობილობების მოძიება. საბოლოოდ, გუნდმა DJI-ის დრონი, Matrice 210 RTK აარჩიეს. ამ დრონში ჩაშენებული RTK მოდული ეხმარება ხომალდს შეასრულოს ოპერაციები ავტომატურ რეჟიმში უფრო ზუსტად. დრონი ავტომატურად აფიქსირებს სიახლოვეს მაღაროს კედლებთან და ამცირებს შეჯახების ალბათობას.

DroneUA-ს რწმენით, ისინი არიან პირველი კომპანია, რომელიც წარმატებით გაუძღვა ფრენებს მიწის ქვეშ. მათ არაერთი მისია დაასრულეს როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ რეჟიმებში ყველაზე ღრმა- 410 მეტრის ქვეშიდან- პოლტავა, უკრაინაში.

მოცემულ ლოკაციაზე 1-საათიანი ფრენის შედეგად დრონის მიერ შეგროვებული მონაცემები გადაეცა უკვე არსებულ სამუშაო ძალას გასაანალიზებლად. ესენი იყო 2D და 3D ფაილები, მათ შორის, რასტრული ზედაპირის მოდელი, სტრუქტურული ხაზები და სხვ, რომლებიც დამუშავდა სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში.

კომენტარები

კომენტარი