Osmo Pocket თუ Osmo Mobile 2 ?

2018 წელს DJI-იმ ორი სტაბილიზატორი გამოუშვა: Osmo Mobile 2 და Osmo Pocket. ორივე მათგანი გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქციოთ ყოველდღიური მომენტები კინომატოგრაფიულ თავგადასავლად, სხვა მხრივ კი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იმის გასარკვევად, თუ რომელი სტაბილიზატორი უფრო შეგეფერებათ, მოდით, დეტალურად შევადაროთ ისინი.

პორტატულობა

წონის მხრივ გამარჯვებული ოსმო პოკეტია- მხოლოდ 116 გრამს იწონის და საოცრად ადვილია თან სატარებლად. ნამდვილად ამართლებს თავის სახელს, მისი ტარება ჯიბითაც შეგიძლიათ.

ოსმო მობაილ 2 ოდნავ უფრო მძიმეა, 485 გრამს იწონის, თუმცა დასაკეცი დიზაინის წყალობით, ისიც ძალიან კომპაქტური და პორტაბელურია.

ავტონომიური გამოყენება

ოსმო პოკეტი 3-ღერძიანი სტაბილიზაციის მქონე კამერაა, რომელიც არ საჭიროებს სმარტფონს ოპერირებისთვის. მოწყობილობაში ჩაშენებულია 1,08-ინჩიანი „თაჩსქრინი“, რომელიც გამოიყენება ნავიგაციისთვის- სხვადასხვა გადამღები რეჟიმის არჩევისას.

მართალია, სტაბილიზატორს თავისითაც შეუძლია ოპერირება, თუმცა დამატებით, მისი უნივერსალური პორტი შესაძლებლობას იძლევა, დავაკავშიროთ მას სმარტფონიც. ასე სმარტფონის ეკრანის გამოყენება აპლიკაცია DJI Mimo-სთან ერთად შეიძლება, რაც მონტაჟის, გაზიარებისა და ეფექტების დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს.

ოსმო მობაილ 2 მძლავრი ხელსაწყოა, თუმცა მხოლოდ მისი გამოყენება შეუძლებელია. მომხმარებელმა სტაბილიზატორი უნდა დააკავშიროს სმარტფონს და გამოიყენოს აპლიკაცია DJI GO მის ასამუშავებლად.

კავშირის მეთოდი

ოსმო მობაილ 2 უკავშირდება სმარტფონს ბლუთუსის საშუალებით. მოწყობილობის გამოყენება ამ კავშირის გარეშეცაა შესაძლებელი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ყველა მისი შესაძლებლობის გამოყენება.

ოსმო პოკეტი კი გვთავაზობს სრულ ფუნქციონალურობას ორივე შემთხვევაში- სმარტფონით თუ მის გარეშე. სმარტფონის დაკავშირება სტაბილიზატორთან შესაძლებელია wi-fi-ით (ამ შემთხვევაში ოპერირების მაქსიმალური მანძილია 10 მეტრი), ბლუთუსით ან უნივერსალური პორტით.

აწყობა

ოსმო პოკეტის ჩართვა და გამორთვა წამებშია შესაძლებელი ღილაკის გამოყენებით. მოწყობილობას არ სჭირდება დაბალანსება გამოყენებამდე. სმარტფონის პორტით დაკავშირებისას ავტომატურად იხსნება აპლიკაცია DJI Mimo.

ოსმო მობაილ 2 მოითხოვს სმარტფონთან ბლუთუსით დაკავშირებას. ასევე, საჭირობა, მისი დაბალანსება გამოყენებამდე. თუმცა ეს საფეხურებიც მარტივი და სწრაფია.

კადრები

ორივე მოწყობილობას 3-ღერძიანი მექანიკური გიმბალი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს შეიქ-ფრი კადრებს ნებისმიერ სიტუაციაში.

ოსმო პოკეტი DJI-ის ყველაზე პატარა პორტატული 3-ღერძიანი გიმბალია. მისი დახვეწილი ალგორითმების წყალობით გიმბალის მოძრაობა განსაკუთრებით დელიკატურია.

მაღალი ხარისხის გამოსახულება

სურათის ხარისხი ოსმო მობაილ 2-ზე დამოკიდებულია თქვენს სმარტფონზე. მეორე მხრივ, ეს გაძლევთ მეტ თავისუფლებას, ჩაატაროთ ექსპერიმენტები, გამოიყენოთ განსხვავებული სმარტფონები განსხვავებულ შემთხვევებში.

რაც შეეხება ოსმო პოკეტს, მას აქვს ჩაშენებული კამერა, რომელიც იღებს ძალიან მაღალი ხარისხის, მკაფიო სურათებს. მცირე ზომამ არ მოგატყუოთ- ოსმო პოკეტს ½.3-ინჩიანი სენსორი, 80-გრაადუსიანი ფართო კუთხის ლინზა და f2.0 დიაფრაგმა აქვს. ეს მონაცემები საშუალებას გაძლებთ გადაიღოთ 4K/60fps ულტრა მაღალი ხარისხის ვიდეო 100 Mbps-ითა და 12 MP ფოტოები.

ელემენტის ხანგრძლივობა

ბოლომდე დატენილ ოსმო პოკეტს შეუძლია გადაიღოს 140-წუთიანი ვიდეო. 1-საათიანი სწრაფი დატენვისას კი ელემენტი 90%-მდე იტენება. ოსმო მობაილ 2 ამ კატეგორიის გამარჯვებულია – ელემენტის 15-საათიანი ხანგრძლივობით.

ჭკვიანი ფუნქციები

Activetrack

Activetrack-ის საშუალებით, ობიექტზე მხოლოდ ერთი თითის დაჭერით, კამერა გაყვება მის ნებისმიერ მოძრაობას. ეს ფუნქცია ორივე სტაბილიზატორს აქვს.

Timelapse/Motionlapse

თუ ქალაქის მოძრაობის ან მზის ჩასვლის გდაღება გსურთ, ოსმო მობაილ 2-ც და ოსმო პოკეტიც გთავაზობთ თაიმლეფსის ფუნქციას.

Panorama

თუ მთელი სურათისთვის ერთი კადრი საკმარისი არ არის, მისი სრული გადმოცემა 3×3 პანორამას გამოყენებით შეგიძლიათ. ორივე მოწყობილობას შეუძლია 9 სურათის გადაღება და მისი ერთ კადრად გაერთიანება.

შესაძლებელია 4 სურათის შეერთებაც 180°-იანი პანორამის მისაღებად.

გადაღება დაბალ განათებაში

ღამის რეჟიმი, რომელიც ორივე მოდელში გვხვდება, საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ექსპოზიციები და მოძრაობები ღამით.

მხოლოდ ოსმო პოკეტში

FPV რეჟიმი

ჩართეთ თქვენი აუდიტორია პირდაპირ მოქმედებაში. FPV რეჟიმი იღებს უფრო დინამიკურ პერსპექტივაში, გლუვად მიყვება გიმბალის ორიენტაციას სწრაფად მოძრავი კადრებისთვის. კამერა მიყვება ყველა თქვენს გადახრასა და Tilt-ს და გამოსახულება ჩანს თქვენი პერსპექტივიდან- უფრო დინამიკურია.

ულტრა-ფართო კუთხის სელფი

ცხადია, სელფის გადაღება ოსმო მობაილ 2-ითაც შეგიძლიათ, თუმცა ოსმო პოკეტი ამ საკითხში დაწინაურებულია- გთავაზობთ ულტრა-ფართო კუთხის სურათებს და გარემოს მეტად გამოჩენას.

Facetrack

სელფი რეჟიმში კამერა ავტომატურად რთავს Facetrack ფუნქციას, უცვლელად გტოვებს კადრში, სანამ შენ ათვალიერებ გარემოს.

აქსესუარები

ოსმო პოკეტს მოჰყვება არაერთი აქსესუარი მეტი კომფორტისთვის. მათ შორის ვაირლეს მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ბლუთუსს, ვაი ფაისა და გადაცემას, რათა უსადენოდ აკონტროლოთ გიმბალი თქვენი სმარტფონის დახმარებით. ასევე წყალგამძლე ქეისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გადაიღოთ კადრები 60 მეტრამდე სიღრმეში.

DJI Mimo

OSMO Pocket ასევე გთავაზობთ DJI Mimo-ს, ახალ აპლიკაციას, რომელიც გაძლევთ მეტ კრეატიულ შესაძლებლობას. აირჩიეთ სხვადასხვა შაბლონი სთორი რეჟიმში და დაამსგავსეთ თქვენი კლიპი კინოს. კამერის მოძრაობები, ეფექტები და მუსიკა აქცევს თქვენს ყოველდღიურ ვიდეოს ნამდვილ ჰიტად.

საბოლოო განაჩენი

ოსმო მობაილ 2 შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სტაბილური კადრების ტელეფონით გადასაღებად. კრეატიული რეჟიმების გამოყენებით მარტივად შექმნით ეპიკურ სცენებს. ოსმო მობაილ 2ს შთამბეჭდავი ელემენტის ხანგრძლივობა აქვს.

ფოტოგრაფებისთვის, ვიდეოგრაფებისთვის, ვლოგერებისთვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია კონტენტის შექმნით განსხვავებული პერსპექტივით, ოსმო პოკეტი ნამდვილი ჩემპიონია. ის საოცრად პორტატულია, ირთვება წამებში, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი კადრი. შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას განსხვავებული აქსესუარით , რათა მეტი კრეატიული შესაძლებლობა მოგცეთ. FPV რეჟიმით, FaceTrack-ით, ულტრა-ფართო კუთხის სელფებითა და სხვა რეჟიმებით ოსმო პოკეტი აღეს კარს კინოს გადაღების შესაძლებლობებში.

კომენტარები

კომენტარი