Phantom 4 Pro VS Mavic Pro

Phantom 4 Pro: პროფესიონალური ხარისხი, კომპაქტური დიზაინი.

მაქსიმალური სიჩქარე: 72კმ/ს
ვიდეოს რეზოლუცია: 4K 60fps
ფრენის დიაპაზონი: 7კმ
ფრენის დრო: 30 წუთამდე

DJI Phantom-ის მემკვიდრე, რომელიც თავისი დიზაინის, ფუნქციების და სხვა შესაძლებლობების გამო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად დრონად არის აღიარებული. იმისათვის, რომ დრონს „გრძნობის ორგანოები“ ქონოდა, შემქმნელებმა მას სენსორები დაუმატეს წინიდან, გვერდებზე და ქვემოდან. ისინი მუდმივ სკანირებას უკეთებენ გარემოს და რაიმე სახის დაბრკოლების შემჩნევის შემთხვევაში დრონი მას გვერდს აუვლის ან გაჩერდება.
კიდევ ერთი განახლება რაც ამ დრონს დიდ უპირატესობას ანიჭებს არის კამერა, რომელსაც უმაღლესი 4K ხარისხით შეუძლია გადაღება. ასევე მას შემქმნელებმა დაამატეს მექანიკური შათერი და დიაფრაგმის მართვის შესაძლებლობა.
Phantom 4 ვიზუალურად წინამორბედის ანალოგია, მიუხედავად იმისა, რომ დრონს ბევრი ახალი დეტალი დაუმატეს , მისი ზომა და დიზაინი მაინც არ შეცვლილა. თუმცა შეიცვალა კამერის ზომა, წინამორბედისგან განსხვავებით Phantom 4-ს ბევრად უფრო დიდი კამერა აქვს, რაც გასაკვირი არ არის, მისი საგრძნობლად გაზრდილი შესაძლებლობების ფონზე.
Phantom 4 Pro არის საუკეთესო არჩევანი ფოტოგრაფებისთვის. მაღალი ხარისხის კადრები და დრონის კომპაქტურობა ნებისმიერ პირობებში ამარტივებს გადაღების პროცესს. ამ დრონის კიდევ ერთი დიდი პლიუსი არის ფრენის დრო და დატენვის სიჩქარე. DJI Phantom 4 pro დატენვას ერთ საათს ანდომებს, ხოლო მისი ფრენის დრო კი 30 წუთამდეა. რა თქმა უნდა გარემო პირობებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, გასათვალისწინებელია ქარი და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები, იმისთვის, რომ დრონმა ხანგრძლივად იფრინოს მსგავსი დეტალები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

 

 

Mavic Pro DJI-ს ოჯახის ყველაზე პატარა და ჩუმი დრონია

მაქსიმალური სიჩქარე: 65კმ/ს
ვიდეოს რეზოლუცია: 4K 30fps
ფრენის დიაპაზონი: 7კმ
ფრენის დრო: 27 წუთი

DJI Mavic Pro-ს მთავარი უპირატესობა მისი ზომა და წონაა. სურვილის შემთხვევაში მისი ჩადება ჯიბეშიც კი შეიძლება! დიახ, ნამდვილად ძალიან კომპაქტური და მარტივად გამოსაყენებელი დრონია.

ეს დრონი საუკეთესოა მათთვის ვინც მოგზაურობს და სამოყვარულო ვიდეოებს იღებს. 700 გრამი არავის არ დაამძიმებს, თან Mavic-ს არ გააჩნია ისეთი დეტალები, რომელიც შეიძლება მარტივად დაზიანდეს ან მოტყდეს, მოკლედ საუკეთესო მეგზურია ნებისმიერ მოგზაურობაში.  მზის შუქზე გადაღებისას Mavic Pro თითქმის phantom 4-ს ანალოგიურად იღებს. მისი მართვა სმარტფონით wifi-ს მეშვეობითაც შეგიძლიათ. ეს დრონი პოპულარულად მისი სიმარტივის გამო ითვლება, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლულია მისი ზომის და ხარისხის კომბინაციით.

კომენტარები

კომენტარი