ახდენილი ოცნება, ანუ მფრინავი ბაიკი

 

ისეთი ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრები, როგორებიცაა  მომავლის მანქანა ან მფრინავი ბაიკი, ვარსკვლავური ომებიდან, უდავოდ ძალიან მაგარია, რასაც  ვერ  ვიტყვით  მათ რეალურ ანალოგებზე , თუმცა დრონებისა და ქუადკოპტერების წყალობით ამბიციური ინჟინრები როგორც იქნა აგებენ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ნაჩვენებ ჩვენს საოცნებო აპარატებს.

აი, მაგალითად: ოდესმე გიოცნებიათ ისევე მარტივად შეგეძლოთ ფრენა, როგორც ველოსიპედს ატარებთ?

სწორედ ასე, რუსულმა სტარტაპმა Hoversurf  შექმნა საჰაერო ბაიკი Scorpion-3, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ერთადგილიანი გიგანტური ქუადკოპტერი. წინამორბედი პროტოტიპებისგან განსხვავებით, Scorpion-3-ის  მართვის სადავეები მხოლოდ პილოტის ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ აპარატები სამეცნიერო ფანტასტიკიდან , როგორც წესი, სამომავლოდ გადააადგილების საშუალება უნდა იყოს, ახლა ის უფრო მეტად ექსტრემალური სპორტის ინსტრუმენტად განიხილება.

მართალია, Scorpion-3-ით ფრენა ერთი შეხედვით საშიში ჩანს, თუმცა მისი შემქმნელები ამბობენ, რომ უსაფრთხოების მიზნით აპარატში დატანილია სიჩქარისა და სიმაღლის შეზღუდვები. ასე, რომ თუ თქვენ ოდესმე შეგიხედავთ დრონისთვის და გიფიქრიათ „ამის ტარება მინდა“ ან გიმართავთ კიდეც, მაშინ თავგადასავლები ჯერ კიდევ წინ გაქვთ.

მომავალი უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩანს.

 

 

კომენტარები

კომენტარი